თეა წულუკიანი: იქნება საარჩევნო სია, სადაც არ იქნება გაორებები

   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბოლოს და ბოლოს საქართველოში ჩატარდება იმ პრინციპის მიხედვით, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ერთიანი საარჩევნო სიის დაზუსტებას და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო დოკუმენტის მიცემას. “ეს იქნება სია, სადაც არ იქნება გაორებები და ერთი მოქალაქის მონაცემი, რომელიც შეესაბამება მხოლოდ ერთ პირადობის მოწმობას. რეალურად, ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბოლოს და ბოლოს საქართველოში ჩატარდება იმ პრინციპის მიხედვით, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ღონიძიებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები