ჟვანიას სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ჟვანიას სკოლის 32 კურსდამთავრებულს, რომლებმაც სწავლა თბილისის ,,მეგობრობის სახლში” წარმატებით დაასრულეს, სერტიფიკატები გადაეცათ, – ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში მცხოვრებმა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სასწავლო კურსი გაიარეს. აღნიშნულ პროგრამას ჟვანიას სკოლა თბილისის საკრებულოსთან არსებულ “მეგობრობის სახლში” უკვე 4 წელია ახორციელებს. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თბილისის საკრებულოში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, თბილისის საკრებულოს წევრებმა და ,,მეგობრობის სახლის” წარმომადგენლებმა გადასცეს.

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას დაარსების დღიდან ახორციელებს, რომლის მთავარ მიზანსაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაცია წარმოადგენს. R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები