„დედა-შვილი”- თეატრალურის კინოკლუბში ლანა ღოღობერიძის ფილმს უჩვენებენ
24 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის განახლებული კინოკლუბი ლანა ღოღობერიძის ფილმის – „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბნელი“- ჩვენებას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კინოჩვენება გაიმართება დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია რეჟისორთან.