წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს არაერთი ღონისძიება იგეგმება

23 აპრილს, 13:00-19:00 საათამდე, „რადისონ ბლუ ივერიაში“, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მხარდაჭერით,  გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. დაგეგმილია ლიტერატურული ღონისძიებებიც, შეხვედრები ავტორებთან, წიგნის წარდგენები და სხვა.
წიგნების გამოფენა-გაყიდვაში 20-მდე გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ლიტერატურული ნაწილი კი, 16:00 საათიდან, არაერთ საინტერესო აქტივობას შესთავაზებს მოსულ სტუმრებს.
ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და, 10 წელზე მეტია, „იუნესკოს” საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები