მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსები

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი და ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება „გულთა კავშირი“, თბილისის მერიის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს. მწერალთა კავშირის ინფორმაციით, ეს კონკურსებია:
1) „რუსთაველის დღე (პოეზიის დღესასწაული)“, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად,
შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო პოეტური თარგმანი;
საუკეთესო პროზაული თარგმანი;
საუკეთესო პოეტური ნაწარმოებები;
საუკეთესო პროზაული ნაწარმოებები.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული დაჯილდოვდება 1250 ლარის ოდენობით.
ასევე ცხადდება:
2. კონკურსი გიორგი ლეონიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, პროზა-პოეზიაში – 1000-1000 ლარის ოდენობით (მხარდამჭერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).
3. კონკურსი დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია „ძლევაი საკვირველის“ მოსაპოვებლად პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებებისათვის – სამ ნომინაციაში:
1. გრან-პრი – რჩეული იუბილარი – 1000 ლარი და ოქროს მედალი;
2. პროზაში – 1000 ლარის ოდენობით;
3. პოეზიაში – 1000 ლარის ოდენობით.
(მხარდამჭერი ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია, მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები).
(რჩეული იუბილარის კანდიდატურის წარმოდგენა შეუძლიათ გამომცემლობებსა და შემოქმედებით ორგანიზაციებს).
გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2023 წლის 15 მაისს, პოეზიის დღეს.
„საკონკურსოდ წარმოდგენილი ლიტერატურული ნაწარმოებები არ უნდა აღემატებოდეს: პოეზიაში 5 გვერდს, პროზაში – 20 გვერდს.
აუცილებლად მიუთითეთ კონკრეტულად რომელ კონკურსსა და ნომინაციაში  მონაწილეობთ, ასევე დაურთეთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ნომერი.
მასალები მიიღება 2023 წლის 2 მაისამდე ელექტრონულ მისამართზე: writersunionofgeorgia@gmail.com
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების დრო და ადგილი გამოქვეყნდება მწერალთა კავშირის ფეისბუქგვერდზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საკონტაქტო პირი – მაია კვანტალიანი
ტელეფონი: 555 564 454

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები