ბერლინში ელდარ შენგელაიას ფილმების ჩვენება გაიმართა
ბერლინში, კინოთეატრ „არსენალში“, ელდარ შენგელაიას ფილმების ჩვენება გაიმართა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„არსენალში“ აჩვენეს შემდეგი ფილმები: „თეთრი ქარავანი“; „შერეკილები“; „ცისფერი მთები“; „მრავალჟამიერ“.
ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი ელდარ შენგელაიას შემოქმედებიდან – „თეთრი ქარავანი“ აუდიტორიას ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, დიტო ცინცაძემ წარუდგინა.