ელენე ნავერიანის ფილმის – „შაშვი შაშვი მაყვალი” მსოფლიოს პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება
ელენე ნავერიანის ფილმის – „შაშვი შაშვი მაყვალი” მსოფლიოს პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული” გაიმართება. ფილმი თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„რეჟისორთა ორკვირეული” კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელი სელექციაა, რომელიც 1969 წელს ფრანგ რეჟისორთა გილდიის მიერ დაარსდა.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინომოვლენაა მსოფლიოში და ამ ფესტივალზე ქართული ფილმის შერჩევა უდიდესი წარმატებაა ქართული კინემატოგრაფიისთვის.
„საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ელენე ნავერიანსა და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს და წარმატებულ მსოფლიო პრემიერას უსურვებს კანში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
იხ. ბმული:
https://www.quinzaine-cineastes.fr/fr/actualite/selection-2023?fbclid=IwAR20p849hR0Krzd-9b_TRig2qaRaXC6bXLho2I9SSNRTi_3aMZTv-SLK5Pk