ComCom-მა ხელვაჩაურში 500-ზე მეტ ადგილობრივს ინტერნეტის მოხმარება შეასწავლა

ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ ხელვაჩაურის სოფელ მასაურაშიყოროლისთავში, აგარაში, ქედქედშიაჭარისაღმართში, ქვედა ჩხუნეთსა და ზედა ჩხუნეთში 100-მდე ადგილობრივს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება შეასწავლა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროგრამა 13 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე 500-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.

„შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები