გიორგი ოვაშვილის  „მშვენიერი ელენე“ 20 აპრილიდან კინოთეატრებში გამოდის

20 აპრილიდან კინოთეატრ „ამირანში“ გიორგი ოვაშვილის  „მშვენიერი ელენე“ ჩვენება დაიწყება. როგორც „ამირანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფილმის პრემიერა 20 აპრილს, 19:30 საათზე, გაიმართება.
სცენარის ავტორები არიან: გიორგი ოვაშვილი, რულოფ იან მინებუ.
მთავარ როლებს ასრულებენ: დიმიტრი ღვთისიაშვილი, ნათია ჩიქვილაძე, რუსუდან ბოლქვაძე, დარეჯან ხარშილაძე, ანა მახარაძე, სალომე ფაღავა, ვასილ გაბაშვილი, თემურ გოგინავა.
ფილმი ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაზეა. კინოპროდიუსერის პროფესიის 5-წლიანი სწავლის შემდეგ, ელენე ნიუ-იორკიდან ბრუნდება თბილისში და აცნობიერებს, რომ ყველაფერი შეიცვალა. უახლოესი მეგობრის, ანას დახმარებით, ელენე უკავშირდება ერთ დროს ცნობილ, მაგრამ ამჟამად შემოქმედებით კრიზისში მყოფ კინორეჟისორ გაბრიელ ორბელს. გასაუბრების შემდეგ ელენე გაბრიელთან საცდელი ვადით იწყებს თანაშემწედ მუშაობას. მეორე დღეს ისინი იმ ადგილების მოსაძებნად მიდიან, რომლებიც გაბრიელს მომავალი ფილმის ეპიზოდების გადასაღებად წარმოუდგენია.

ფოტო: კადრები გადასაღები მოედნიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები