გია ცაგარეიშვილი: ოპოზიციამ, იმ საზოგადოებამ – ვინც გადაწყვიტა, რომ მიეღო დონაცია ბატონი კეზერაშვილისგან, ძალიან კარგად იცოდა – ვინ იყო ეს ადამიანი

„ქართულმა ოპოზიციამ, იმ საზოგადოებამ – ვინც გადაწყვიტა, რომ მიეღო დონაცია ბატონი კეზერაშვილისგან, ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო ეს ადამიანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცინიზმია იმის ყურება, როგორ აფრიალებენ კეზერაშვილის გულშემატკივრები ერთი ხელით ევროკავშირის დროშას და მეორე, როგორ ღრმად აქვთ ჩაყოფილი ევროპელი პენსიონერების ჯიბეებში, რათა იჯიბგირონ, იქიდან ევროები ამოიღონ.

„ქართულმა ოპოზიციამ, იმ საზოგადოებამ – ვინც გადაწყვიტა, რომ მიეღო დონაცია ბატონი კეზერაშვილისგან, ძალიან კარგად იცოდა – ვინ იყო ეს ადამიანი. ცინიზმია იმის ყურება, როგორ აფრიალებენ მისი გულშემატკივრები ერთი ხელით ევროკავშირის დროშას და მეორე როგორ ღრმად აქვთ ჩაყოფილი ევროპელი პენსიონერების ჯიბეებში, რათა იჯიბგირონ, ამოიღონ იქიდან ევროები, დოლარები, ფუნტები და შემდეგ ეს ყველაფერი აქ მოახმარონ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები