გივი მიქანაძე: კეზერაშვილის მიზანია, საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის მიზანია, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და დესტრუქციულმა ძალებმა უკანონო გზით ხელისუფლებაში მოსვლა მოახერხონ.

„სწორედ ამ თაღლითური გზით მოპოვებული თანხებითა და საქართველოდან ნაძარცვი ფულით კეზერაშვილი, როგორც თვითონვე განაცხადა ინტერვიუში, აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, ტელევიზიებს და არა მხოლოდ „ფორმულას“. მისი საუბრიდან ჩანს, რომ ის სხვა ტელევიზიებსაც აფინანსებს, ორგანიზაციებსაც. კეზერაშვილის მიზანია, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და დესტრუქციულმა ძალებმა როგორმე მოახერხონ უკანონო გზით ხელისუფლებაში მოსვლა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები