რამინ შამილიშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
ქართველი ძალოსანი რამინ შამილიშვილი სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 113 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.
აკვრაში რამინმა 136 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 249 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ რამინ შამილიშვილმა საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოუტანა.