აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქსნის №15 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა და იქ არსებულ ეკლესიაში სააღდგომო წირვა-ლოცვას თანამშრომლებსა და მსჯავრდებულებთან ერთად დაესწრო.
“დაწესებულებაში იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული წმინდა ცეცხლიც მიაბრძანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები