მიხეილ სარჯველაძე: არავითარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს
ეს პარტია ახლაც გახლეჩილია და არავითარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, – ამასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე “ნაცმოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებას.
„ეს პარტია ახლაც გახლეჩილია და არავითარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს. ორივე ბანაკი ცდილობდა, ის პრობლემები, რაც შიგნით, პარტიაში ჰქონდათ, როგორმე მიეჩქმალათ. რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა გაგრძელდება და კიდეც გამწვავდება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას“.