ეროვნული არქივი დედაენის დღეს ქართველ მწერალთა გამოსვლებიდან ციტატებს აქვეყნებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი დედაენის დღეს ქართველ მწერალთა გამოსვლებიდან ციტატებით ულოცავს ყველას. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ამონარიდები გაკეთებულია 1978 წლის 11 აპრილის საქართველოს მწერალთა ღია კრების სტენოგრაფიული ანგარიშიდან.
კრებაზე, რომელსაც ნოდარ დუმბაძე თავმჯდომარეობდა, განიხილებოდა ერთადერთი საკითხი – საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის 75-ე მუხლი. ამ მუხლით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფოებრივი ენის სტატუსს.
კონსტიტუციის პროექტი 1978 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდა და სახალხო მღელვარება მოჰყვა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ სტუდენტები. პროტესტს შეურთდნენ პროფესორ-მასწავლებლები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა კონსტიტუციაში დაებრუნებინა ჩანაწერი ქართული ენის სტატუსის შესახებ.
მწერალთა ღია კრების სტენოგრაფიული ანგარიში დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები