ლევან კოღუაშვილის „გურიამ“ „ევრიმაჟის“ დაფინანსება მოიპოვა

ევროპის საბჭოს კინოფონდ „ევრიმაჟის” მორიგი სამუშაო სესია სტრასბურგში ონლაინ ფორმატში გაიმართა. „ევრიმაჟის“ გადაწყვეტილებით, 2023 წლის რიგით პირველ სამუშაო სესიაზე სულ 32 ფილმის პროექტი დაფინანსდა 275.000 ევროს ოდენობით, აქედან 6 დოკუმენტური ფილმის პროექტი და 2 ანიმაცია. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„შერჩეულ პროექტებს შორის მოხვდა ლევან კოღუაშვილის „გურია“, რომელიც საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთისა და თურქეთის კოპროდუქციაა („ევრიმაჟის“ დაფინანსება – 210 000 ევრო).
საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ამ წლების მანძილზე კინოფონდის მიერ მხარდაჭერილია 19 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ლევან კოღუაშვილს „ევრიმაჟის“ დაფინანსების მოპოვებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები