გორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 -მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური აშენდება

  გორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 -მეგავატიანი ქარის პირველი ელექტროსადგური აშენდება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ელექტროგადამცემი ხაზებიც, რაც პროექტის განხორციელების ღირებულებას აიაფებს.
“ჩვენ დავამონტაჟეთ ანძა, რომელზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობები ზომავს ქარის სიმძლავრეს და მიმართულებას. ვფიქრობ, მაისიდან უკვე დავიწყებთ მშენებლობას და პირველი ქარის ელექტროსადგური 6-7 თვეში დასრულდება. პროექტის სახელწოდება იქნება “ქართლი”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები