ალეკო ელისაშვილი: აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია – არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი “BBC”-ის მიერ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია. დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. ,,ოცნება,, უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან მაგრამ ,,ნაცები,, არ უნდა მოვუშვათ!”,- წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, BBC-ის სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი – დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.