სახალხო დამცველი – კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

“ჩვენ შეგვიძლია, მონიტორინგი გავუკეთოთ საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას”, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კითხვას, რამდენად შესაძლებელია ომბუდსმენის აპარატმა ინტერესის შემთხვევაში, ზედამხედველობა გაუწიოს დავით კეზერაშვილის საქმეს, რომელზეც BBC-მ სტატია მოამზადა.

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველს კანონით აქვს განსაზღვრული, თუ რისი გაკეთების უფლება აქვს.

“სახალხო დამცველის მიმართ ხშირ შემთხვევაში მოლოდინი არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული მანდატი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია, მონიტორინგი გავაკეთოთ სასამართლოზე საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას. ეს არ არის ჩვენი საქმე. თუ მომართვა იქნება და დავინახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია არის ამაში, მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენი მანდატის ფარგლებში, ვერ ჩავერთვებით”, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, BBC-ის სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი – დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები