„Love love love love” – სტოკჰოლმსა და დუბლინში ქეთი დავლიანიძის სოლოგამოფენა გაიმართება

„Love love love love” – სტოკჰოლმსა და დუბლინში ქეთი დავლიანიძის სოლოგამოფენა გაიმართება.
თბილისში შვედეთის საელჩოს ინფორმაციით, გამოფენა  მშვიდობისა და სიყვარულის ოდაა, ხელოვნება  ძლიერ მედიუმია, რომელიც ხელს უწყობს ამ უნივერსალურ ღირებულებებს. გალერეაში ხეტიალისას, ნიჭიერი ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილ საოცარ ნამუშევრებს სილამაზისა და საოცრებათა სამყაროში გადაჰყავხარ.
სოლო გამოფენა გამოიფინა კურატორ ელენა ცომაიას მეშვეობით, რომელიც თბილისში დაიბადა და  თხუთმეტი წელია სტოკჰოლმში ცხოვრობს და მუშაობს.
ქეთი დავლიანიძის გამოფენა გაიმართება: 13-15 აპრილს შვედეთში და 20-22 აპრილს ირლანდიაში გაიმართება.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:  https://elenatsomaia.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები