10 აპრილი მაკა ჯოხაძის დაბადების დღეა

10 აპრილი მწერალ მაკა ჯოხაძის დაბადების დღეა.
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მეორე მუსიკალური სასწავლებელი.
1969 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
1987 წელს მიენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია პუბლიცისტური წერილებისათვის „მშფოთვარე ძილის ხეობებში“.
2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საგურამო“ – კრიტიკული წერილების, ესეებისა და ლიტერატურული პორტრეტების წიგნისათვის – „სამოთხე უსიყვარულოდ“.
2021 წელს მიენიჭა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის მთავარი პრიზი – ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
გამოსცა  წიგნები: „გურამ-გურამ“ /მოთხრობები/ (1976), „გადარჩენილი პეიზაჟი“ /მოთხრობები/ (1984), „შეხვედრა“ /მოთხრობები/ (1985), „ჩემი დავით კლდიაშვილი“ /მონოგრაფია/ (1995, 2012), „მარადიული ბალაგანი“ /რომანი/ (1997), „მზერის გადანაცვლება“ /წერილები, ესეები/ (1988), „გამარჯვება შიშზე“ /ესეისტურ-პუბლიცისტური წერილები/ (1999), „სამოთხე უსიყვარულოდ“ /კრიტიკული წერილების, ესეებისა და ლიტერატურული პორტრეტები/ (2010), „მკვდარ გუბეში ნასროლი კენჭები“ /რომანი/ (2013), „ჩაძირული დღესასწაული“ /ჩანაწერები/ (2013), „ფიჭვები უდაბნოში“ /მოთხრობების კრებული/ (2017).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები