კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ალექსი გეწაძის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ალექსი გეწაძის გარდაცვალების გამო.
„ალექსი გეწაძე 1955 წლის 15 სექტემბერს დაიბადა.
1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. განსახიერებული აქვს არაერთი საინტერესო პერსონაჟი სხვადასხვა სპექტაკლში, ესენია: მღვდელი ივანე – „ჯაყო – ხვალ ომი იქნება“…; ავქსენტი – „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“; ოფოფი – „ფრინველები“; სულე – „ლილეი“; გოგიტა – „ჩემი ეიფელის კოშკი“; ცოტნე – „სიყვარულის მზე“; მაქსიმ ვოლოგჟინი – „იცოცხლე და გახსოვდეს“; ტუშკევიჩი – „ანა კარენინა“;
მანუჩარა – „მარადისობის კანონი“, მოჯადოებული რაინდი – „ლურჯი ურჩხული“; ერეკლე – „ისევ ამქვეყნად დავრჩები“; ალექსანდრე გრეკოვი – „ილია ვარ!!!“; ქეშიკი – „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“; გაბო – „დიდოსტატი“; გუგავა – „პორტოპოლოს ტუსაღები“; ედი – „სამგროშიანი ოპერა“; სერგო ორჯონიკიძე – „გრაალის მცველნი“ და არაერთი სხვა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ალექსი გეწაძის მიერ ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილ წვლილს და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს““, – ნათქვამია ინფორმაციაში.