გიორგი ვოლსკი: ძალიან ცუდ გზას დაადგა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი „ქრონიკის“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები ახალგაზრდებს საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიის ჩატარებაში ატრენინგებენ.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ძალიან ცუდ გზას დაადგა.

“ჩანაწერი შეიძლება მრავალნაირად გაამართლონ, რომ ამას ასე არ უთქვამს, რომ ეს არ იყო  პარტიის ოფიციალური განცხადება. ეს ჩანაწერიც, რომ არ იყოს, ხომ ვიცით, რომ ძალიან ცუდ გზას დაადგა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ჩამოყალიბდა რევოლუციის კომიტეტი. ადამიანები, რომლებიც უქადიან ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაციას, დაპირისპირებებს, არეულობას. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალს ვადევნებთ. თანაც ამას ყველაფერს სათავეში სრულიად დისკრედიტირებული ადამიანები უდგანან”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები