სამტრედიაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

“#მადლობა_თავისუფლებისთვის. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალი გვირგვინით და 9 აპრილის სიმბოლო – წითელი ტიტებით შეამკეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,დღევანდელი დღე არის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო. 9 აპრილის გმირებმა გვიჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, რომელმაც სამშობლოსთვის თავი გაწირა. მადლობა თავისუფლებისთვის”,- განაცხადა ბახტაძემ.

გმირთა მემორიალთან მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატური პერფორმანსი წარმოადგინეს. 34 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უამრავი ადამიანი დაზარალდა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები