გიორგი ალადაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

დღეს, თელავში, 9 აპრილის მემორიალი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა, მერის მოადგილეებმა – ნიკოლოზ მეტრეველმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა, თელავის უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა სტუდენტებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს და 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალადაშვილის თქმით, 9 აპრილის შემოქმედებს ისტორია და შთამომავლობა სამაგალითო პატივს მიაგებს.

“1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. დღეს, ვიხსენებთ თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანებულ ქართველ მამულიშვილებს, მათ ღვაწლს და თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. 9 აპრილის მოვლენებმა საფუძველი დაუდო უდიდეს ისტორიულ მოვლენას, ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. 9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია და შთამომავლობა. სწორედ ამისი ნათელი დადასტურებაა, რომ დღეს, 34 წლის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით პატივს მივაგებთ და მადლიერებას გამოვხატავთ 9 აპრილის გმირების მიმართ,”- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები