გორი ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენებს „Georgian Spring 2023″- ს და „Golden Cup 2023″- ს უმასპინძლებს

პირველად გორში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და თანადაფინანსებით, სპორტის სასახლე ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენებს „Georgian Spring 2023″- ს და „Golden Cup 2023″- ს უმასპინძლებს.
მერიის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს.
გამოფენები სპორტის სასახლეში 8 – 9 აპრილს, 11 საათზე დაიწყება და მონაწილეობას 600 – ზე მეტი ჯიშიანი ძაღლი მიიღებს, აქედან 360 ძაღლი გორს უცხო ქვეყნებიდან ესტუმრება.
საერთაშორისო გამოფენაზე გორში მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.
პროექტის მიზანია ძაღლის ჯიშობრივი ხარისხისა და გენოფონდის გაუმჯობესება. გამოფენები, ასევე ,მიზნად ისახავს კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას.
ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები