პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. გაბალის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჯეიჰუნ ბაირამოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი – ზურაბ პატარაძე დახვდნენ. გაბალაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები