„ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა“

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერის აღმოჩენის თაობაზე აქვეყნებს სტატუსს.
„უდიდესი ამბავი გვაქვს: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა. ეს წერილი აქამდე დაკარგულად ითვლებოდა – მის გამოქვეყნებას ილია 1866 წელს აპირებდა, მაგრამ ცენზურამ აუკრძალა. ტექსტი მოგვიანებით, უკვე შეცვლილი ფორმით დაიბეჭდა.
ხელნაწერი ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში დაიდებს ბინას.
შეუფასებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის, ლევან თაქთაქიშვილის წვლილი ამ ისტორიულ საქმეში“, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები