გრიგოლ ლილუაშვილი: აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით მას შემდეგ, რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული

აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქომინსის ქვეყანაში არ შემოშვების თაობაზე აშშ-ის საელჩო უწყებას არ დაკავშირებია.

„ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი. შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ, რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები