“თაფლის ექსპორტი მაისიდან განახლდება” – “საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების” დირექტორი თაფლის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს

“საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების” აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო პაპავას განცხადებით, თაფლის ექსპორტი მაისიდან განახლდება. როგორც პაპავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელს ექსპორტზე , შესაძლოა, 500 ტონამდე თაფლი გავიდეს.

“ევროკავშირში თაფლის ექსპორტი შეჩერდა. აქ ძირთადად საუბარია დიდ პარტიებზე, 10-15-20 ტონაზე. პატარ-პატარა პარტიები : ტონა, ტონა-ნახევარი, 2 ტონა გადის. ევროკავშირი ჩვენგან, ძირითადად, აკაციის თაფლს ითხოვს. ქვეყანაში უკვე მარაგები ამოიწურა. ბოლო, 20-ტონიანი პარტია საფრანგეთში. თებერვლის თვეში გავიდა. ველოდებით მაისის თვეს, ახალი თაფლის დაწურვას და დიდი პარტიების ექსპორტიც განახლდება.

2021 წელს ექსპორტზე დაახლოებით 180 ტონა თაფლი გავიდა, აქედან 90%- ზე მეტი ევროკავშირში. 2022 წელს 250 ტონაზე მეტი, აქაც 90 %-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყანაში. საექსპროტო ქვეყნებში, ძირითადად, წარმოდგენილი იყო: საფრანგეთი , ბულგარეთი, ნორვეგია. წელს უფრო მეტი თაფლის ექსპორტს ველოდებით. ჩემი ვარაუდოთ, ეს დაახლოებით 500 ტონამდე იქნება. მთავარია ამინდები, კლიმატური პირობები . თუ თაფლოვანი მცენარეების ბაზას გავაუმჯობესებთ, მაგალითად, აკაციისას, კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მეტი რაოდენობის თაფლი გვექნება.

ძირითადად, ასეა: თავიდან პატარ- პატარა პარტიები გადის. როცა უკვე ჩვენს თაფლს დააგემოვნებენ, მოსწონთ და დიდ პარტიებს ითხოვენ . მაგალითად, იაპონიაშიც ასე იყო. იქ ცოტა გართულებულია შეტანა, თავიანთი რეგულაცია აქვთ, იმპერატორის დადასტურება სჭირდება, მაგრამ ჩვენი ბიოთაფლი რომ შევიდა, ისე მოეწონათ, რომ უკვე, ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ჩვენი ბიოთაფლი მთლიანად იაპონიაში გადის. ძირითადი დაინტერესებული ქვეყნებია: იაპონია, კანადა, ისინი, ვინც ბიოპროდუქტებზე არიან ორიენტირებულები . ევროკავშირი , ძირითადად, აკაციის თაფლზეა ორიენტირებული , მაგრამ დაინეტრესება წაბლის თაფლზეც იქნება. სამწუხაროდ, შარშანდელი წელი უხვნალექნიანი იყო, წაბლის ყვავილობას წვიმები დაემთხვა და შესაბამისად, იმ რაოდენობის თაფლი ვერ მივიღეთ, რომ საექსპორტო პოტენციალი ჰქონოდა. წელს, იმედია, კლიმაუტრი პირობები გაუმჯობესდება და ჩვენს ექსპორტს წაბლის თაფლიც დაემატება.

ევროკავშირში თაფლი ისე არ იგზავნება, რომ საქართველოს ლაბორატორიებში არ შემოწმდეს. ამის შემდეგ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ან ბულგარეთის ლაბორატორიებში მაინც გადის შემოწმებას . ევროკავშირს ყველაზე მკაცრი მოთხოვნა აქვს. ჩვენი თაფლის 90 % ევროკავშირში გადის, შესაბამისად, მათ მკაცრ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. ახლა ჩვენი მიმართულება იქითკენაა, რომ ბიოსტანდარტებსა და წარმოებაზე რაც შეიძლება მეტად გადავერთოთ. საქართველოში დაახლოებით 3 000 ტონა თაფლი იწარმოება და აქედან ბიოსერთიფიკატი, რომელსაც შეიძლება, მივცეთ 3 ტონა თაფლია”- განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში თაფლის ანტიბიოტიკებით დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა.

“ანტიბიოტიებით დანაგვიანება ძველი, წარსულის მანკიერი მხრიდან მოდის, არასწორი სწავლების და ინფორმაციის გაცემის შედეგი იყო. მეფუტკრეები თვლიდნენ, რომ ფუტკრისთვის ანტიბიოტიკების მიცემა აუცილებლი იყო, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება, ფუტკრის ოჯახი დაავადებული არც ყოფილიყო. 2016 წლიდან 2018 წლამდე ჩვენს თაფლში ანტიბიოტიკით დანაგვიანება დაახლოებით 57 % იყო, მაგრამ, “მეფუტკრეთა გაერთიანების მუშაობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით 2021 წლის ბოლოსთვის დანაგვიანება დაახლოებით 6 % იყო . ამ თემაზე მეფუტკრეებთან ტრენინგებს ვატარებდით”- განაცხადა პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები