„მას თანაბრად სტკიოდა საქართველოს და ისრაელის ტკივილი და თანაბრად უხაროდა ორივე ქვეყნის წარმატება“…
ქართველი ჟურნალისტის და კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კერძოდ, პროფესორის, რექტორის, ზურაბ ხონელიძის სამძიმარში ნათქვამია:
„მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ებრაელთა წმინდა დღესასწაულის, პასექის დაწყების დღეს, გარდაიცვალა ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი.
„მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ებრაელთა წმინდა დღესასწაულის, პასექის დაწყების დღეს, გარდაიცვალა ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი.
ბატონი ჯამლეტი ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის ჭეშმარიტი სიმბოლო გახლდათ. მას თანაბრად სტკიოდა საქართველოსა და ისრაელის ტკივილი და თანაბრად უხაროდა ორივე ქვეყნის წარმატება.
ბატონმა ჯამლეტმა არაერთ სპორტსმენს, განსაკუთრებით კი ჩვენს სახელოვან კალათბურთელებს გაუხსნა გზა სპორტში და დიდ ასპარეზზე გამოიყვანა.
როგორც სპორტული კომენტატორი, ის გამორჩეული იყო თავისი ხმის ტემბრით, კომენტირების მანერითა და ოსტატობით, რითაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ქართველ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებში.
ის იყო ებრაელი საქართველოში და ქართველი ისრაელში. ორი უძველესი ერი და სახელმწიფო ერთად გლოვობს სახელოვანი საერთო შვილის გარდაცვალებას.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, თანავუგრძნობ საქართველოსა და ისრაელს, ბატონი ჯამლეტის ოჯახის წევრებს, მის დიდ სამეგობროს ამ მძიმე დანაკლისს“.