სახალხო დამცველი „ვოლტის“ გაფიცულ კურიერებს შეხვდა

2023 წლის 5 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ვოლტის“ გაფიცულ კურიერებს შეხვდა და მათ შრომით უფლებებთან შრომით უფლებებსა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა.

სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, კურიერების ნაწილს კომპანია „ვოლტმა“ აპლიკაცია დაუბლოკა, რის გამოც ისინი ვეღარ აგრძელებენ მუშაობას, ნაწილმა კი კომპანიიდან გათავისუფლების შესახებ გამაფრთხილებელი მესიჯი მიიღო.
უფლებების დარღვევის განმაპირობებელ გარემოებად კურიერები მათ მიერ კომპანიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ასახელებენ. სახალხო დამცველი აგრძელებს აღნიშნული განცხადებების შესწავლას და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები