თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და მინისტრთა კაბინეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას “ქართული ოცნება” ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მინისტრები ესწრებოდნენ.
თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის მიმართულებით რეგიონში მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ასევე, იმსჯელეს უმაღლეს საბჭოში განსახილველ საკითხებზე.