ირაკლი კობახიძე: ხუთმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, რადგან არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის ხუთმა დეპუტატმა მანდატი “ფაშისტური ბულინგის” გამო დატოვა.

„საქართველოში რუსული კანონი არ განიხილებოდა. განიხილებოდა ამერიკული კანონი, ისიც გაუმჯობესებული ვერსია, რადგან ამერიკული კანონი არაფრად ვარგოდა და კატასტროფული იყო. თუმცა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა წაუკითხავი კანონი გააპროტესტა.
რაც შეეხება დეპუტატებს, ხუთმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, გამომდინარე იქიდან, რომ მათ უბრალოდ არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება. ადამიანური ამბავია და ჩვენ გვესმის ამ ყველაფრის. ისინი იყვნენ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და რჩებიან ღირსეულ წევრებად“, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები