ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხოების კურსი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უსაფრთხოების კურსი ჩატარდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სემინარს ფოტოჟურნალისტი დავით მძინარიშვილი და ჟურნალისტი მაკა ანთიძე უძღვებოდნენ, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა მიტინგების, დემონსტრაციების და სამხედრო კონფლიქტების უსაფრთხო გაშუქებაზე მიიღეს ინფორმაცია. ორდღიანი შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც მონაწილეებს ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოდ წარმართვაში დაეხმარება. მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და ლექციებს უკვე მეოთხე წელია ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები