„ბრწყინვალე იგი“ – ფოლკლორის ცენტრში სააღდგომო გამოფენა გაიხსნება

3 აპრილს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში – „ბრწყინვალე იგი“ – სააღდგომო გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება: საეკლესიო ნოვთები, ორქომკედით ქარგულობა, ცვილის ნამუშევრები, ცივი ოქროს კვანძით შექმნილი ნივთები, ქვაში დამუშავებული ორნამენტები და საეკლესიო ჭურჭელი.
გამოფენის მონაწილეები არიან:
ელმირა სტეფანოვა – ოქრომკედით ქარგულობა, ხაშური;
ნატო გერმანიშვილი – ოქრომკედით ქარგულობა, ხაშური;
მარიამ გუგბერიძე – ოქრომკედით ქარგულობა, ხაშური;
თამარ გოგალაძე – ოქრომკედით ქარგულობა, ხაშური;
ნანი ჭანუყვაძე – სანთლის მხატვრული დამუშავება, ოზურგეთი;
გურამ ბერძენიშვილი – მეტალის მავთულის კვანძი, ჩოხატაური;
ბესო ლაცაბიძე – ქვის მხატვრული დამუშავება, ხარაგაული;
ნატალია და ეკატერინე ხარატიძეები – ოქრომკედით ქარგულობა, თბილისი;
დარიკო ჩიხრაძე – ოქრომკედით ქარგულობა, თბილისი;
ელზა ჩაჩანიძე – ოქრომკედით ქარგულობა, თბილისი;
ნანა აზიზიანი – ჭედურობა, თბილისი.
ცნობისათვის:  რეგიონებიდან მონაწილეები –  საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულები არიან.
გამოფენა 23 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები