„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ – ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება (ვიდეო)
ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმის „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება – Visions du Réel კინოფესტივალზე.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, Visions du Réel დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნიონში 1969 წლიდან იმართება.
ფილმის შთაგონება, რომელიც უნიკალურ საარქივო მასალას მოიცავს, რეჟისორის
ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია გახდა.
„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფილმის ჩვენებები ფესტივალზე 24 და 26 აპრილს გაიმართება, მანამდე კი კინოცენტრი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია, როგორ მუშაობდა რეჟისორი ფილმზე.
ვიდეოს ავტორები არიან: შოთა (ზამზა) იმნაძე და ბასა ხარაზი.