მიხეილ სარჯველაძე: როგორ შეიძლება ცივილიზებულ სახელმწიფოში მესაუბრებოდნენ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელზე, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევია

“ვინც „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრის, პოლიტიკურ პრეფერენციაზე არ არის საუბარი, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი უახლოესი მეგობარი და ნათესავი რომ იყოს იმასაც, რა თქმა უნდა, ეკუთვნის მსჯავრდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი არასწორია.

„ასეთი მარტივი ლოგიკა და ნებისმიერი განსხვავებული შეხედულება არის მხოლოდ და მხოლოდ ინსინუაცია და ისტერიული მცდელობა, რომ დაიცვან ადამიანი, რომლის მიმართაც შესაძლოა გარკვეული ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჰქონდეთ იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც ვიხილეთ მაგალითად აქციაზე. როგორ შეიძლება ცივილიზებულ სამყაროში და სახელმწიფოში მესაუბრებოდნენ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელზე, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევია და ა.შ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. მას სახელმწიფო ბრალდება აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას და პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები