ბადრი ჯაფარიძე: წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ “ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გააკეთოს.
“ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენი, რომ ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ეს უნიკალური შანსი, რომელიც გვაქვს, წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამასთან დაკავშირებით იქნება ევროკომისიის ობიექტური შეფასება”,- აღნიშნა ჯაფარიძემ.