„კაროლი და სტრიპტიზი“ – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
1, 2, 8 და 9 აპრილს, „აბრეშუმის გალერეაში“ პრემიერა – „კაროლი და სტრიპტიზი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი დაიდგა აბსურდის კომედიის ჟანრში და მოიცავს პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის ორ ცნობილ პიესას. მართალია, პიესები 60 წელზე მეტი ხნის წინ დაიწერა, თუმცა ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.
რეჟისორი: ლარა ისაევა; მწერალი: სლავომირ მროჟეკი (პოლონეთი); ქორეოგრაფი: მარი კიტია
მსახიობები: ნიკიტა ტროფიმოვი, ანატოლი ლობოვი, ივან ანეკოვი, მაქსიმ ნეკრასოვი, სვეტოზარ ლუკანოვი.
ქართულად თარგმნა: ანატოლი ლობოვმა.