ლევან ნიკოლეიშვილი – დონალდ ტრამპის შესაძლო დაკავებაზე: აი, ეს კი ნამდვილად პოლიტიკური მართლმსაჯულებაა

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნიკოლეიშვილი საუბრობს იმ საქმის დეტალებზე, რომლის გამოც ტრამპს პატიმრობა ემუქრება და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას უწოდებს.

„აი, ეს კი ნამდვილად პოლიტიკური მართლმსაჯულებაა.
აი, ამისთვის იჭერენ დონალდ ტრამპს:
“2016 წელს ზრდასრულთა ფილმების ვარსკვლავი სტორმი დენიელსი მედიასაშუალებებს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მას შესთავაზეს გაეყიდა საკუთარი ანგარიში, რომელიც, მისი თქმით, ასახავდა სექსუალური ხასიათის რომანს დონალდ ტრამპთან 2006 წელს – ერთი წლის შემდეგ, რაც ტრამპი თავის ამჟამინდელ მეუღლეზე, მელანიაზე დაქორწინდა.
ტრამპის გუნდმა ამის შესახებ გაიგო და მისმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ქალბატონ დენიელსს 130,000 დოლარი გადაუხადა გაჩუმებისთვის. ეს არ არის უკანონო.
თუმცა, როდესაც ბატონმა ტრამპმა ადვოკატს ანაზღაურება გადაუხადა, გადახდის ჩანაწერში ნათქვამია, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო იურიდიული მომსახურებისთვის. პროკურორები აცხადებენ, რომ ეს არის ბიზნესჩანაწერების გაყალბება ბ-ნი ტრამპის მხრიდან , ნიუ იორკში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
პროკურორებს ასევე შეუძლიათ განაცხადონ, რომ ეს არღვევს საარჩევნო კანონს, რადგან ტრამპის მცდელობა, დაემალა ქალბატონი დანიელსისთვის გადახდილი თანხა, მოტივირებული იყო იმით, რომ არ სურდა ამომრჩევლებს გაეგოთ, რომ მას რომანი ჰქონდა”“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები