გერონტი ქიქოძის ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

გერონტი ქიქოძის ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ინფორმაციით, წელს პრიზი გადაეცა გოჩა ჟავახიშვილს.
„საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, სიამოვნებით ჩავატარეთ გერონტი ქიქოძის ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი. პრემია დაარსდა 2019 წელს გამომცემლობა აგორას მიერ ფრანგული ენიდან საუკეთესოდ თარგმნილი რომანის დასაჯილდოებლად.
წელს პრიზი გადაეცა ბატონ გოჩა ჟავახიშვილს ჟან-ლუკ კოატალემის რომანის „წილი და ხვედრი შთამომავლისა” თარგმნისთვის. წიგნი გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები