„დავით დადიანის ახალგაზრდობის პორტრეტის მხატვრული ასლი მალე ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადაეცემა“…
დავით დადიანის ახალგაზრდობის პორტრეტის მხატვრული ასლი მალე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადაეცემა. ამის შესახებ გიორგი კალანდია წერს ფეისბუქის გვერდზე.
„ეს სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის უნიკალური და თანადროული პორტრეტია, უცნობი ავტორის შექმნილი ძვირფასი არტეფაქტი დაახლოებით საუკუნეა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ზუგდიდის დადიანების სასახლეში ის არასოდეს გამოფენილა, ბოლო ათეული წელიწადი კი ნახატი საფონდო სივრცეში ინახებოდა და ფართო საზოგადოებას მასზე წვდომა არც ჰქონდა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის თანადგომით, ხელოვნების სასახლის მხატვარ-რესტავრატორ არტემ ანტანოსს საშუალება მიეცა, მუზეუმიდან ორიგინალის ფოტო მიეღო და ზუგდიდის დადიანების სასახლეებისათვის სამუზეუმო ასლის დამზადება დაეწყო…
სამუშაო დასასრულს უახლოვდება, დავით დადიანის ახალგაზრდობის პორტრეტის მხატვრული ასლი მალე ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადაეცემა.. აი, სწორედ ეს არის მუზეუმებს შორის ალიანსის, მეგობრობისა და ურთიერთანამშრომლობის შედეგი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.