ნინო წილოსანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გავაცნოთ სახელმწიფო პროგრამები და გავუწიოთ ინდივიდუალური კონსულტაციები

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით, ახალციხეში გაიმართა მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი”.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება. მისი თქმით, სასწავლო კურსში აქტიურად მონაწილეობენ როგორც ქალები, ასევე კაცები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გავაცნოთ სახელმწიფო პროგრამები და გავუწიოთ ინდივიდუალური კონსულტაციები. მივცეთ მათ თეორიული ცოდნა და ბიზნესის წარმოების გარკვეული პრაქტიკული მაგალითები, რომ ისინი იყვნენ წარმატებული სოფლის მეურნეობისა თუ სხვა სამეწარმეო მიმართულებით”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მიმდინარე წელს აღნიშნული კურსი უკვე წარმატებით ჩატარდა მარტვილში, თეთრიწყაროში, ზესტაფონსა და ფოთში. პროექტი, „აწარმოე საქართველოს” და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები