ComCom-მა ხელვაჩაურში 450-მდე ადგილობრივს ინტერნეტის გამოყენება ასწავლა

ComCom-მა ხელვაჩაურში 450-მდე ადგილობრივს ინტერნეტის გამოყენება ასწავლა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომისიამ ხელვაჩაურში, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ზემო ჯოჭოდან, ქვემო ჯოჭოდან, ზანაქიძეებიდან, ოთაბათუმიდან, მასაურადან, თხილნარიდან და ყოროლისთავიდან დამატებით 150-მდე ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები ინფორმაციის მოძიებას, ელ-ფოსტის გამოყენებას, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობას, ადგილმდებარეობის გაზიარებასა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას სწავლობენ, ხელვაჩაურში 13 თებერვალს დაიწყო და უკვე 450-მდე გადამზადებული ბენეფიციარი ჰყავს“, – აცხადებენ კომისიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები