საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მოხდა
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მოწმე დავით ჩხატარაშვილსა და ადვოკატ გოგიტა გაბაიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ჩხატარაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ე.წ. მოდულში არსებული ვითარება პირადად დაინახა.
მისივე განმარტებით, ამ ფაქტს გერონტი ალანიასა და სხვების დაკავების შემდეგ ჰქონდა ადგილი. ადვოკატი გოგიტა გაბაიძე დაინტერესდა, რატომ არ მივიდა სუფრაზე თავად ჩხატარაშვილი და ცუდი ურთიერთობა ხომ არ ჰქონდა სუფრის წევრებთან.
ჩხატარაშვილი გაბაიძის რეპლიკამ გააღიზიანა და ადვოკატს ტონის შეცვლისკენ მოუწოდა.