მამუკა მდინარაძე: გიორგი ვაშაძის განცხადებები არაადეკვატურია
„ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, გიორგი ვაშაძის განცხადებები არაადეკვატურია.
მდინარაძის თქმით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი “ნაციონალურ მოძრაობას” რადიკალიზმში ეჯიბრება.
“გიორგი ვაშაძის განცხადებები აბსოლუტურად არაადეკვატურია და აცდენილია ყველაფერს, რადგან ის, უბრალოდ, ეჯიბრება ომის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც უნდა, აჯობოს რადიკალიზმში. უკვე არაადეკვატურობაში გადადის, რადგან „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალური პარტია არ არსებობს, ომის პარტიაზე რადიკალური პარტია არ არსებობს. როდესაც გინდა, შენი განცხადებებით იმას აჯობო, მერე გადადიხარ არაადეკვატურობაში. თუმცა, ახლა ადეკვატურები „ნაცები“ არიან-მეთქი, ამასაც ვერ გეტყვით. არაბუნებრივად არაადეკვატური განცხადებებია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რეკომენდაციების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე საუბრისას, განაცხადა: „ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“.