ოზურგეთში, ძლიერი ქარის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ

ძლიერი ქარის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ოზურგეთის მერია და მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ინფორმაციას მერია ავრცელებს.

“სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები და
ელექტროგადამცემი ხაზები.
“ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები ცალკეულ უბნებში აქტიურად აწარმოებენ სამუშაოებს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
ქალაქის ტერიტორიაზე და სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ეცნობიან ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და მერის წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები