„ტყის ნობათი“ – გივი ჩიღვინაძის ახალი საბავშვო წიგნის წარდგენა გაიმართება
30 მარტს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გივი ჩიღვინაძის ახალი საბავშვო წიგნის „ტყის ნობათის“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იქვე წარმოდგენილი იქნება აგრეთვე მისი სხვა საბავშვო წიგნები და ისტორიული ნარკვევების კრებულები: „ჩვენი ჯრუჭის მონასტერი“, „წინაპართა ნაცქერი სივრცეები“ და „მოდინახეს ციხე“.
საბავშვო ლექსებს წაიკითხავენ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.