თელავში ComCom-ის მიერ გადამზადებული 20-მდე პედაგოგი სკოლებში მედიაწიგნიერებას შეასწავლის
ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, თელავში 20-მდე მასწავლებელი პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულით გადაამზადა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა ჩაატარა, რის შემდეგაც პედაგოგები მე-10 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან. საგნის არჩევის შემთხვევაში, მოზარდები მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან. შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.